სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე მობილობის მსურველი შპს სასწავლო უნივერსიტეტის „მილენიუმი“ სტუდენტებისათვის

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე რიგგარეშე მობილობის წესით გადმოსვლის მსურველ შპს სასწავლო უნივერსიტეტის „მილენიუმი“ სტუდენტებისათვის მიღება გამოცხადდა.

განაცხადის შემოტანა:

  • განაცხადის შემოტანის ვადაა 2022 წლის 25 ივლისიდან 1 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით;
  • მსურველი სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა ცხადდება ბაკალავრიატის პროგრამაზე – სამართალი (15 ვაკანტური ადგილი);

(დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი).

 სამართლის სკოლა – mobiloba.law@iliauni.edu.ge.


წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

განაცხადს დართული უნდა ჰქონდეს ქვემოთ მითითებული დოკუმენტები:

ა) ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);

გ) ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2022 წლის 20 ივლისის შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელებისა და მასზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ვ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი.

ზ) უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ) ფოტოსურათი 3X4, ელვერსია.

ი) ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით.

უმაღლესი დაწესებულების მიერ ყველა გაცემული დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით.

  • მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ ქართული ენის ცოდნის B2 დონეს და წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. მსურველს, რომელიც ვერ წარმოადგენს ამგვარ დოკუმენტს, ჩაუტარდება გამოცდა ქართულ ენაში. ქართული ენის გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 3 აგვისტოს. გამოცდასთან დაკავშირებით სააპელაციო განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 5 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ ელმისამართზე: info@iliauni.edu.ge. სააპელაციო განცხადების საფუძველზე განმეორებითი გამოცდის ჩატარების თარიღია 2022 წლის 8 აგვისტო;
  • მსურველებს, რომლებიც 2020 წელს და შემდგომ არიან ჩარიცხულნი, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით (იხ.ბრძანება) დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები და უნდა წარმოადგინონ ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით. 

რეგისტრაცია:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობის მსურველების რეგისტრაცია განხორციელდება განსაზღვრული ადგილების რაოდენობის შესაბამისად. აღნიშნული ადგილების რაოდენობის ამოწურვის შემდგომ განაცხადის გაკეთება შეუძლებელი იქნება.

მსურველებისთვის დასკვნების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს

შემდეგ მისამართზე:

სამართლის სკოლა – მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A405


ხელშეკრულების გაფორმება

ხელშეკრულების გაფორმებისას მსურველმა უნდა წარმოადგინოს ელფოსტით გამოგზავნილი ყველა დოკუმენტის დედანი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. იმ შემთხვევაში, თუ საბუთების წარმოდგენისა და ხელშეკრულების გაფორმების მიზნით უნივერსიტეტში გამოცხადდება მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასწავლო პროცესი

პირები, რომლებიც მოიპოვებენ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგგარეშე მობილობით ჩარიცხვის უფლებას, სწავლას შეუდგებიან 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან.

2022 წელი

ბანერები