სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამაზე - კონსტიტუცია და დემოკრატია (სამართლის სკოლაში)

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 2015 წლის გაზაფხულის სემესტრიდან სამართლის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს იწვევს პროგრამაში – “კონსტიტუცია და დემოკრატია (სამართლის სკოლაში)” - მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის მიზანია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნას სასწავლო პროგრამა „კონსტიტუცია და დემოკრატია“, როგორც სამოქალაქო განათლების კომპონენტი.

პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა 2014-15 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში. მონაწილე სტუდენტებმა დაამუშავეს 5 თემა: კონსტიტუციის შესახებ, დემოკრატიის არსი, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პარტიები, არჩევნები და დემოკრატია; აღნიშნულ თემებზე მომზადდა საგაკვეთილო გეგმა, მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელო;. 13 თებერვალს კი გაიმართა პროგრამის გამოსაშვები საღამო და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

პროგრამის მეორე ეტაპზე სტუდენტები, სამართლის სკოლის თანამშრომლებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, შექმნიან საგაკვეთილო მასალას, დაამუშავებენ მეთოდიკას და მოამზადებენ საკითხავ ლიტერატურას, მომდევნო ეტაპზე კი მონაწილეობას მიიღებენ გაკვეთილების პილოტირების პროცესში. დაგეგმილია ყოველ სემესტრში ახალი საგაკვეთილო პროგრამების მომზადება და, პარალელურად, პარტნიორი სკოლების მოძიება პროგრამის პილოტირებისთვის.

სტუდენტების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი - CV-ების გადარჩევა;

მეორე ეტაპი - გასაუბრება.

სულ შეირჩევა 10 მონაწილე.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა CV უნდა გაგზავნონ ელფოსტაზე: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge
CV-ის მიღების ბოლო ვადა: 2015 წლის 27 მარტი.
გასაუბრების თარიღი: 2015 წლის 1-ლი აპრილი.

პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სერტიფიკატს.
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
თბილისი 0162, საქართველო,
ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი №3/5, ოთახი № F 106
ელფოსტა: nino.chelidze.1@iliauni.edu.ge



ბანერები