სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მეორე უნივერსიტეტთაშორისი კონფერენცია სამოქალაქო სამართლის აქტუალურ საკითხებზე

2017 წლის 5-6 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლათა ორგანიზებით, გაიმართება სტუდენტური კონფერენცია სამოქალაქო სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციის მიზანია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით და სამეცნიერო კვლევებისკენ სტუდენტების წახალისება.

კონფერენციის თემატიკა  სამოქალაქო კოდექსის მიხედვით (კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი, მოცემული მიმართულებებიდან ირჩევს მისთვის საინტერესო კონკრეტულ საკითხს):

  1. სამოქალაქო სამართლის (კოდექსის) ზოგადი ნაწილის ცნებების დანიშნულება და ხარვეზები;
  2. სანივთო სამართლის როლი, რეცეფციის შედეგები და დღეს არსებული მდგომარეობა;
  3. ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტების ურთიერთმიმართება კერძო სამართლის სხვა დარგებთან (ქვედარგებთან);
  4. სახელშეკრულებო სამართლის პრობლემატური და აქტუალური საკითხები;
  5. კანონისმიერი ვალდებულებითი სამართლის დანიშნულება და გამოწვევები (შედარებითი კვლევა);
  6. თანამედროვე საოჯახო სამართალი (დისკრიმინაცია და რეგულაციების დეფიციტი);
  7. ემკვიდრეობის სამართლის გამოყენების პრაქტიკული ასპექტები.

განსხვავებულ საკითხზე წარმოდგენილი კვლევის/თემის პროექტის/იდეის მოწონების შემთხვევაში, შემოთავაზებული თემა დაიშვება კონფერენციაზე.

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს;
  • რეგისტრაციისთვის სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს საკონფერენციო ნაშრომის რეზიუმე 2017 წლის 1-ლი მაისის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე:  giorgi.glazovi@iliauni.edu.ge,  vzaalishvili@ibsu.edu.ge;
  • გასაუბრება შერჩეულ აპლიკანტებთან (აპლიკანტებს ეცნობებათ წინასწარ) გაიმართება 2017 წლის 5 მაისს 11:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D103 ოთახში;
  • გასაუბრების შედეგად შერჩეულ სტუდენტებს 2017 წლის 10 მაისს, 15:00 საათზე, ილიაუნის D103 ოთახში ჩაუტარდებათ საინფორმაციო შეხვედრა კონფერენციასთან დაკავშირებით;
  • სრული საკონფერენციო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მაისი;
  • კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 5-6 ივნისს;
  • მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. გამარჯვებულები   დაჯილდოვდებიან წიგნის სასაჩუქრე ვაუჩერებითა და  შავი ზღვის ფასიან ტრენინგზე დასწრების ვაუჩერებით, ხოლო გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება შავი ზღვის უნივერსიტეტის ჟურნალში.

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: გიორგი გლაზოვი
ტელ.: 577 38 58 85
საკონტაქტო პირი: ვახტანგ ზაალიშვილი
ტელ.: 595 55 59 55

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები