სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მემორანდუმი უზენაეს სასამართლოსთან

3 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A101) გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის. მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ უზენაეს სასამართლოსთან ურთიერთობის გზით პრაქტიკული გამოცდილების მიღება, რაც ემსახურება მათ პროფესიულ დაოსტატებასა და განვითარებას.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.

მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ კონსტანტინე კუბლაშვილი წაუკითხავს სტუდენტებს საჯარო ლექციას უზენაეს სასამართლოში განხორციელებულ სიახლეებთან და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ბანერები