სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მემორანდუმი ილიაუნის სამართლის სკოლასა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს შორის

ახალი ამბები

18 ოქტომბერს იტალიის ქალაქ სირაკუზაში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტს (The Siracusa International Institute for Criminal Justice and Human Rights) შორის.  მას ხელი მოაწერეს სამართლის სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა და სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტმა ჟან პოლ ტონიმ. მემორანდუმი მოიცავს ურთიერთთანამშრომლობას სამართლის სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: მეცნიერთა ჩართვა ერთობლივ ლექციებსა და კვლევებში, ერთობლივი კონფერენციებისა და ტრეინინგების ორგანიზება და ინფორმაციის გაცვლა მიმდინარე სამართლებრივ საკითხებზე. ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორივე ინსტიტუციის გაძლიერების ხელშეწყობისათვის.  

2023

ბანერები