სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მემორანდუმები წამყვან იურიდიულ კომპანიებთან

მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ისეთ წამყვან იურიდიულ კომპანიებთან როგორიცაა: Legal consulting company, Legal Management Group, სპს „კორძახია, ჟღენტი“, „გაბუნია და პარტნიორები“.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნეს (კერძო) სამართლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები შეძლებენ პრაქტიკული კურსის გავლას ამ კომპანიებში.

მემორანდუმის მიზანია, სამართლის ფაკულტეტმა საადვოკატო ბიუროებთან თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში.

ბანერები