სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

MEDIATS-ის საერთაშორისო ღონისძიება კროკის უნივერსიტეტში

ახალი ამბები

2022 წლის 24-27იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის წარმომადგენლებმა კიევში, კროკის უნივერსიტეტში (უკრაინა), მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ეგიდით.

ღონისძიებაზე სამართლის სკოლის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის აქტივობების შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა მედიაციის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას საქართველოში. ამ დღეებში ასევე გაიმართა კერძო ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამაში ინტეგრირებული მედიაციის მოდულის პრეზენტაცია და ონლაინმედიაციის სემინარი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც MEDIATS პროექტის პარტნიორები, ასევე მედიაციით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 2022 წელი

ბანერები