სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მედიაციის შესახებ სტატიების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

ახალი ამბები

2021 წლის 11 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართა მედიაციის შესახებ სტატიების კრებულის „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“ საჯარო პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე სტატიების ავტორებმა, ილიაუნის სამართლის სკოლიდან დავით მაისურაძემ და დიმიტრი ძაგნიძემ, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან – ქეთი დევაძემ, ქეთევან ბერიძემ და დავით ქათამაძემ, საზოგადოებას წარუდგინეს კრებულში გამოქვეყნებული სტატიების მოკლე პრეზენტაცია. დაინტერესებულ პირებს კრებულის გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ბმულზე.

სტატიების კრებული შეიქმნა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში და მასში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ.

იხილეთ პრეზენტაციის ჩანაწერი: https://bit.ly/3zziddY

2021 წელი

 

ბანერები