სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მედიაციის კვირეული, ტრენინგების ციკლი

სემინარები

8, 9 და 10 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა  Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში მედიაციით დაინტერესებული პირებისთვის გამართავს ტრენინგებს. 

იხილეთ ტრენინგების განრიგი და თემატიკა ბმულზე: https://bit.ly/3DbtUbd

ტრენინგის მიზანია MEDIATS პროექტის ფარგლებში ესპანეთისა და ნიდერლანდების სამეფოში გადამზადებული ილიაუნის სამართლის სკოლის, კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის (მედიაციის მოდულის), მეორე კურსის სტუდენტების მიერ, მედიაციით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მედიაციის მნიშვნელობა და მისი გამოყენება პრაქტიკაში, მედიაციის პრინციპები, მედიატორის თვისებები, ვირტუალური რეალობის ინტეგრირება მედიაციაში და ა.შ.

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას როლური თამაშების მეშვეობით.

ტრენინგზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და ტრენინგის გავლის უპირატესობა მიენიჭებათ ყველაზე ადრე დარეგისტრირებულ 25 კანდიდატს.

რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული: https://forms.gle/wQPNQik6q8s1AnJ48

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 5 დეკემბერი, 2021.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით და შერჩეულ კანდიდატებს მომდევნო კვირაში  ღონისძიებაზე დასასწრები ბმული გაეგზავნებათ  მათ მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელფოსტაზე.

ტრენინგის მონაწილე, რომელიც დაესწრება სამივე შეხვედრას დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

2021 წელი

 

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები