სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მასტერკლასი - საკონფერენციო ნაშრომის შედგენის თავისებურებანი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პირველი სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ.

გაცნობებთ, რომ ამა წლის 1 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, A103-ე აუდიტორიაში 15:00-ზე ჩატარდება მასტერკლასი სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებისათვის.

მასტერკლასის დროს ყურადღება გამახვილდება:

§  სამეცნიერო ნაშრომების ასობრივ მხარეებზე;

§  სამეცნიერო ნაშრომების სახეების კლასიფიკაციაზე;

§  სამეცნიერო ნაშრომების სტრუქტურულ აგებულებაზე;

§  სამეცნიერო ნაშრომის შედგენისას სტატისტიკური ანალიზის მნიშვნელობაზე;

§  სამეცნიერო ნაშრომის მუშაობისას გამოყენებული ლიტერატურის მითითების სისტემებზე (ჰარვარდი, ოქსფორდი) და სტილებზე (APA, MLA, Chicago).

 

მასტერკლასს გაუძღვება სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი - გიორგი გ. თუმანიშვილი.

ბანერები