სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ მარტინ პიაცენას ტრენინგი: სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნის ტექნიკა გერმანული მეთოდით

ახალი ამბები

3 მაისს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით, სამართლის სკოლის ბაკალავრიატის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის ჩატარდება ტრენინგი „სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნის ტექნიკა გერმანული მეთოდით“.

ტრენერი: კიოლნის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბერლინის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, იურისტი, დოქტორი მარტინ პიაცენა.

თემატიკა: სისხლის სამართლის კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა გერმანული სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების მიხედვით

ტრენინგის ენა: გერმანული (უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი) 

რეგისტრაცია: დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, თქვენი სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sopio.shubladze@iliauni.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 25 აპრილი.

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 70-მდე (რეგისტრაციას გაივლის და, შესაბამისად, ტრენინგს დაესწრება მხოლოდ პირველი 70 სტუდენტი).

დრო: 3 მაისი, 11:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები