სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მაგისტრანტი მოსამართლის, სუზან ლის, საჯარო ლექცია ილიაუნის სამართლის სკოლაში

ღონისძიებები

22 ივნისს, 14:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი, ამერიკელი მაგისტრანტი მოსამართლის, სუზან ლის, ლექციას უმასპინძლებს.

ამჟამად, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მიმდინარეობს მსჯელობა წინასასამართლო პრობაციის სამსახურის საქართველოში დანერგვის თემაზე, რათა გაუმჯობესდეს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა.

მოსამართლე ისაუბრებს აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკაზე ამერიკაში და წინასასამართლო პრობაციის სამსახურის როლზე ამ პროცესში.

აშშ-ს სისხლის სამართლის სისტემაში წინასასამართლო პრობაციის სამსახური არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც სასამართლოს აწვდის მიუკერძოებელ ინფორმაციას ბრალდებულის პიროვნების და იმ რისკების შესახებ, რომელიც თან ახლავს მის საზოგადოებაში დატოვებას წინასასამართლო ეტაპზე. ეს სამსახური ასევე ახორციელებს შეფარდებული არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების აღსრულების ზედამხედველობას.

ლექციის ენა: ინგლისური (ლექციის ქართული თარგმანი უზრუნველყოფილია)

დრო: 22 ივნისი, 14:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“

დასწრება თავისუფალია

ბანერები