სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლტოლვილთა სამართლის შესახებ სამართლის სკოლაში დაგეგმილი აქტივობები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად განაგრძობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR) თანამშრომლობას. 2021 წელს 1951 წლის კონვენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 70 წელი უსრულდება. შესაბამისად, სასწავლო წლის განმავლობაში ილიაუნის სტუდენტებისთვის იგეგმება არაერთი საინტერესო ღონისძიება ლტოლვილთა სამართლის შესახებ.

პირველი აქტივობაა ილიაუნის სტუდენტებსა და საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილ ახალგაზრდებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 7 სტუდენტი და საქართველოში მცხოვრები 7 ლტოლვილი ახალგაზრდა, რომლებიც ქალაქგარეთ გასვლითი ღონისძიების დროს (ღონისძიება დაგეგმილია 6-7 ნოემბერს) უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, გაუზიარებენ მათ წინაშე არსებულ პრობლემებს, სირთულეებსა და მიზნებს.არაფორმალურ გარემოში ახალგაზრდებისთვის მოეწყობა დისკუსიები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის კულტურულ განსხვავებებზე, ტრადიციებზე, საქართველოში ლტოლვითა ინტეგრაციის სპეციფიკაზე და ა.შ. მონაწილეები ასევე გაეცნობიან ლტოლვილთა სამართლის ძირეულ პრინციპებსა და ნორმებს.

სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან პროექტში მონაწილეობით, სამოტივაციო წერილი თემაზე: „რატომ არის ეს პროექტი თქვენთვის მნიშვნელოვანი და რა წვლილი შეგიძლიათ შეიტანოთ ლტოლვილ ახალგაზრდებსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობის დამყარებაში?“ უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: tinatin.goletiani@iliauni.edu.ge.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი, 20:00 საათი. საჭიროებისამებრ, მონაწილეების შესარჩევად შეიძლება ჩაინიშნოს დამატებითი გასაუბრება.

2021 წელი

ბანერები