სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Live-საინფორმაციო შეხვედრა სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის სამართლის სკოლა სამართლის პროგრამით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გამართავს Live-საინფორმაციო შეხვედრას.

ღონისძიებაზე სამართლის სკოლის პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები აბიტურიენტებს გააცნობენ ინფორმაციას ილიაუნის სამართლის სკოლის პროგრამის შესახებ – როგორ ხდება მიღება, საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, პრაქტიკული უნარების განვითარება და ა.შ. აბიტურიენტები მიიღებენ სრულ ინფორმაციას ილიაუნის სამართლის სკოლის რესურსებისა და სერვისების შესახებ.

პროგრამებს წარადგენენ:

  • ირაკლი ფორჩხიძე, სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი;
  • კოტე ჩოკორაია, სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი;
  • თინა გოლეთიანი, ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ევროკავშირის ანტიკორუფციული ინიციატივების (უკრაინა) ექსპერტი, საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კოორდინატორი სამართლის სკოლაში;
  • არჩილ ცერვაძე, სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;
  • ანანო გასვიანი, სამართლის სკოლის კურსდამთავრებული, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მონაწილე.


დრო: 27 მაისი, 16:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3vsOPDx

2021 წელი

ბანერები