სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლექტორთა შესარჩევი კონკურსი

2014 წლის 17 თებარვალს ,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ გამართა ლექტორთა საჩვენებელი პრეზენტაციები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სამართლის სკოლაში ლექციების წაკითხვის მსურველმა პირებმა. ლექტორთა  შერჩევის ეს მეთოდი უნივერსიტეტში 2013 წლიდან მოქმედებს. პრეზენტაციები წარმოდგენილი იყო სამართლის ყველა მიმართულებით: კერძო სამართალი, საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი, საერთაშორისო სამართალი.

კომისია რომელიც აფასებდა კანდიდატებს დაკომპლექტებული იყო, სამართლის სკოლის ადმინისტრაციის წევრებით,  იმ ლექტორებით, რომლებთანაც სკოლა უკვე რამოდენიმე წელია თანამშრომლობს, ხოლო კომისიის უმრავლესობას  შეადგენდა  სამართლის სკოლის, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები.

ლექტორთა საჩვენებელი პრეზენტაციების ჩატარება მნიშვნელოვანია იმ კუთხით,  რომ ამ გზით სამართლის სკოლის ადმინისტრაციას ეძლევა საშუალება  მოუსმინოს ლექტორს,  მოახდინოს მათი საპრეზენტაციო, აუდიტორიასთან ურთიერთობის  და  ლექტორისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების  შეფასება   და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს მათთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება.

კიდევ ერთი დადებითი და მნიშვნელოვანი მხარე რაც საჩვენებელ პრეზენტაციებს ახლავს არის  შესარჩევი კომისიის დაკომპლექტება სტუდენტებით.  აღნიშნული აძლევთ მათ საშუალებას მოუსმინონ ლექციას, კითხვები დაუსვან ლექტორს, გამართონ მათთან დისკუსია და ამის შემდეგ გადაწყვიტონ მათთან ურთიერთობის საკითხი მომავალში.

ამით სამართლის სკოლა სტუდენტებს  აძლევს ლექტორის არჩევის თავისუფლებას, არა მხოლოდ არგუსის   მეშვეობით, არამედ საწყის ეტაპზეც. ისინი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად იღებენ  გადაწყვეტილებას ითანამშრომლონ თუ არა  კონკრეტულ პირთან, რაც უდაოდ ზრდის სტუდენტთა ჩართულობას საუნივერსიტეტო ცხოვრებაში.

ბანერები