სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლექტორთა შესარჩევი კონკურსი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ გამოაცხადა ლექტორთა შესარჩევი კონკურსი. 2014 წლის 17 თებერვალს, 14:00 საათზე A 407 აუდიტორიაში  გაიმართება კონკურსის მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს, რომ კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეულმა  კანდიდატებმა  უნდა განახორციელონ საჩვენებელი ლექცია. სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დაესწრონ აღნიშნულ ღონისძიებას, მოისმინონ საჩვენებელი ლექციები და ასევე მონაწილეობა მიიღონ მომავალი ლექტორ(ებ)ის შერჩევის პროცესში გთხოვთ დარეგისტრირდნენ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე.  mgiorgobiani@iliauni.edu.ge  რეგისტრაციის ბოლო ვადა 17 თებერვალი 11:00 საათი.

ბანერები