სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კრისტალის“ სტიპენდია ილიაუნის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კიდევ ერთ მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს იწყებს: 2018 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის „კრისტალი“ აწესებს სტიპენდიას სამართლის სკოლის 2 სტუდენტისთვის (თვეში 150 ლარი), რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებასა და გასაუბრებას.

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 30 ნოემბერს, 15:00 საათზე (B102), სადაც სტიპენდიასთან დაკავშირებულ თქვენს ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.

ტესტირება სტიპენდიის მოსაპოვებლად ჩატარდება 7 დეკემბერს, 15:00 საათზე (B102).

ტესტი მოიცავს შემდეგ სავალდებულო საგნებს:

  • საქართველოს კონსტიტუციური სამართალი
  • შესავალი ვალდებულებით სამართალში
  • სანივთო სამართალი
  • სახელშეკრულებო სამართალი
  • საკორპორაციო სამართალი
  • შრომის სამართალი

ტესტირებითვის რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://goo.gl/forms/k0zJd8rLZSq4cmkB3
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 დეკემბერი.

ბანერები