სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კრედიტთა ინდივიდუალური დათვლის სისტემა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთათვის მათი უნივერსიტეტში ჩარიცხვის წლების მიხედვით შეიქმნა კრედიტთა ინდივიდუალური დათვლის (დაანგარიშების) სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს და უმარტივებს მას დაიანგარიშოს ის კრედიტები, რომელიც მან დააგროვა უნივერსიტეტში სწავლის დროს.

სისტემა ასევე აჩვენებს სტუდენტს, თუ რამდენი კრედიტი აქვს დასაგროვებელი სამომავლოდ. ამ სისტემაში მონაცემების შეყვანით სტუდენტს შეუძლია ასევე ნახოს თუ როგორი ვითარება აქვს (კრედიტებისა და სავალდებულო მინიმალური საგნების რაოდენობის თვალსაზრისით) თითოეულ მოდულში.

ვფიქრობ, რომ ამ სისტემის გამოყენება ხელს შეგიწყობთ კრედიტებთან დაკავშირებული საკითხების ინდივიდუალური წესით, დამოუკიდებლად მოგვარებაში.

პატივისცემით,
სამართლის ფაკულტეტის დეკანი,
გიორგი თუმანიშვილი

ფაილის გადმოწერის ბმული - 2007 წელს ჩარიცხულ სტუდენტებისათვის

ფაილის გადმოწერის ბმული - 2008 წელს ჩარიცხულ სტუდენტებისათვის

ფაილის გადმოწერის ბმული - 2009 წელს ჩარიცხულ სტუდენტებისათვის

ფაილის გადმოწერის ბმული - 2010 წელს ჩარიცხულ სტუდენტებისათვის

ბანერები