სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კრებულის „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

2021 წლის 11 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება მედიაციის შესახებ სტატიების კრებულის – „მედიაციის მნიშვნელობა და განვითარების პერსპექტივა საქართველოში“ საჯარო პრეზენტაცია.

სტატიების კრებული შეიქმნა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში და მასში თავმოყრილია ილიაუნის სამართლის სკოლისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების სტატიები მედიაციის შესახებ.

პრეზენტაციაზე ავტორები საზოგადოებას მოკლედ გააცნობენ სტატიების არსსა და დანიშნულებას. 

დასწრება თავისუფალია.

შენიშვნა: პრეზენტაცია ჩაიწერება.

პრეზენტაციაზე დასასწრები ბმული: https://bit.ly/3prbCxk

2021 წელი

 

ბანერები