სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კრებულის „ცოცხალი კონსტიტუციის“ პრეზენტაცია

22 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება კრებულის „ცოცხალი კონსტიტუცია“ პრეზენტაცია.  წიგნი შეიქმნა ილიაუნის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის მიერ.

პრეზენტაციას გამართავენ სამართლის სკოლის პროფესორი კოტე კუბლაშვილი და მკვლევარი გიორგი მუმლაძე.

წიგნის შექმნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსების 20 წლის თავზე. კრებული 1996-დან 2017 წლის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოს თითქმის ყველა გადაწყვეტილებას მოიცავს და იურიდიულ საზოგადოებას ამ გადაწყვეტილებებში გამოყენებულ კონსტიტუციურ ნორმათა განმარტებებს წარუდგენს.

კრებულის მიზანია, მკითხველს მისცეს შესაძლებლობა, სწრაფად და მარტივად მოიძიოს კონკრეტული კონსტიტუციური პრინციპების, ტერმინებისა და ნორმების სასამართლოსეული განმარტებები, რომლებიც მოკლედ, აბზაცების სახით არის ციტირებული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებიდან.

პრეზენტაციის დასრულებისას სახელმძღვანელოები გადაეცემა დამსწრე აუდიტორიას.

დრო: 22 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები