სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კონსტიტუციური მოწყობის მნიშვნელობა მედეგი დემოკრატიისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები“ – პროფესორ ტომ გინსბურგის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

24 ნოემბერს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩიკაგოს უნივერსიტეტის შედარებითი კონსტიტუციური სამართლისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორი ტომ გინსბურგი წაიკითხავს საჯარო ლექციას „კონსტიტუციური მოწყობის მნიშვნელობა მედეგი დემოკრატიისთვის: შესაძლებლობები და შეზღუდვები“.

შესაძლებელია თუ არა კონსტიტუციურმა მოწყობამ უზრუნველყოს დემოკრატიის მედეგობა? – ამ მთავარ შეკითხვას მიეძღვნება ლექცია.

შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდია.

პროფესორ გია ნოდიას კვლევის ინტერესები ეხება ნაციონალიზმს, დემოკრატიზაციასა და, ზოგადად, პოლიტიკური განვითარების პრობლემატიკას.

ლექცია-დისკუსიის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტთან (International IDEA) თანამშრომლობით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 ნოემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები