სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლის დაჯილდოება ბათუმში

კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლა, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ილიაუნის სამართლის სკოლასთან ერთად გამართა ქალაქ ბათუმში, 4 აგვისტოს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა, და ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა და PROLoG-ის წარმომადგენელმა, გიორგი ვაშაკიძემ, საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს დიპლომები გადასცეს.

საზაფხულო სკოლა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) - ფინანსური მონაწილეობით შედგა.

ბანერები