სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი - საზაფხულო სკოლა ბათუმში

27 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროკავშირის პროექტის - „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ - ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ბათუმში აწყობს საზაფხულო სკოლას: ”კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი”. საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  •  სასამართლო კონტროლის მოდელები;
  •  სისხლის სამართლის პროცესში მოქმედი კონსტიტუციური სტანდარტები და საერთაშორისო ნორმები;
  • რელიგიის და გამოხატვის თავისუფლება;
  •  საერთაშორისო ხელშეკრულებების (სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
  •  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) გამოყენების პრაქტიკა ეროვნული სასამართლოების მიერ.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები სკოლის ფარგლებში გაეცნობიან საქართველოს საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკას და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.

საზაფხულო სკოლის ლექციებსა და სემინარებს გაუძღვებიან ქართველი და უცხოელი პროფესორები.

სავალდებულო მოთხოვნებია:

  • დაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ან ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება;
  •  თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას.


ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ საკონსტიტუციო სასამართლოში.

დაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ, CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (არა უმეტეს 250 სიტყვისა) გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: summerschool@iliauni.edu.ge და const@constcourt.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 ივლისი, 18:00 საათი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას და გასაუბრებას ინგლისურ ენასა და სამართალში.

საზაფხულო სკოლის სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებითა და საცხოვრებლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველო, თბილისი
ჭავჭავაძის გამზ. №32
ტელ.: +9955 (77) 553391
(032) 2221637
ელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი სოფიო შუბლაძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველო, 6010 ბათუმი
მ. აბაშიძის ქ. №16/18
სასამართლოს აპარატის შენობა
ტელ.: +9955 (95)220-121
ელფოსტა:

ბანერები