სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონსტანტინე კუბლაშვილის წიგნის „პირველი ხელისუფლება“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამართლის სკოლის პროფესორის, კონსტანტინე კუბლაშვილის წიგნის „პირველი ხელისუფლება“ პრეზენტაცია.

წიგნის შესახებ

კონსტანტინე კუბლაშვილის ახალ ნაშრომში „პირველი ხელისუფლება“ განხილულია სხვადასხვა პარლამენტის წარმოშობისა და განვითარების ისტორია ქრონოლოგიურად, კონკრეტულ სახელმწიფოთა მიხედვით, ისლანდიის ალტინგისა და ლეონის კორტესიდან დაწყებული ინგლისის პირველი საპარლამენტო მოდელებისა და 1689 წლის დამფუძნებელი პარლამენტის ჩათვლით, ასევე პარლამენტარიზმის პრინციპები.

პარლამენტისა და პარლამენტარიზმის თეორიული საფუძვლების განხილვის საფუძველზე ავტორი განმარტავს, რატომ შეიძლება ვუწოდოთ პარლამენტს „პირველი ხელისუფლება“.

ავტორი ასევე განიხილავს იმ ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც საფუძვლად დაედო პირველ პარლამენტთა დაფუძნებასა და მათი სტატუსისა და უფლებამოსილებათა განმტკიცებას.

საყურადღებოა, რომ ნაშრომში მოკლედ მიმოხილულია საქართველოს ისტორიის ისეთი საინტერესო მოვლენა, როგორიცაა თამარ მეფის სამეფო კარზე ე.წ. „კარვის“ შექმნა.

მოხსენების შესახებ

მომხსენებელი განიხილავს, რა გავლენა მოახდინა ევროპულმა სამართლებრივმა აზროვნებამ საქართველოს საჯარო სამართლის ჩამოყალიბებაზე, 1918-1921 წლებში რა ხედვით იწერებოდა საქართველოს პირველი კონსტიტუცია და საჯარო სამართლის კანონმდებლობა, 1991 წლიდან როგორ გაგრძელდა კანონმდებლობის ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაცია და რა მოცემულობა გვაქვს დღეს.

მომხსენებლები:

  • კონსტანტინე კუბლაშვილი, სამართლის სკოლის პროფესორი;
  • გოგა ჩიფჩიური, სამართლის სკოლის მკვლევარი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები