სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი თემაზე: “საკასაციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში”.

კონკურსები

საქართველოს უზენაესი სასამართლო აცხადებს სტატიების სტუდენტურ კონკურსს თემაზე: “საკასაციო სასამართლოს როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში”.

სასურველია, წარმოდგენილი ნაშრომი შეეხებოდეს ქვემოთ მოცემული თემებიდან ერთ-ერთს:

• სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის სტანდარტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით;
• უზენაესი სასამართლოს როლი პრეცედენტული სამართლის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა სამართლებრივი სისტემის მიმოხილვით;
• სასამართლო გადატვირთულობის პრობლემა და მისი გადაჭრის საშუალებები უცხოური გამოცდილების მიხედვით;
• სასამართლო და სოციალური მედია;
• სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნების პრობლემა და მისი დაძლევის გზები.

ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში; გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრებიც.

მონაწილეებმა სტატიები ამა წლის 22 ნოემბრამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: tornike.getsadze@supremecourt.ge

კონკურსი ტარდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.

ბანერები