სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი თემაზე: „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“

კონკურსები

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ინსტიტუტის, ისტორიის პოპულარიზაციას.

ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.
წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში; გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრებიც.

მონაწილეებმა სტატიები ამა წლის 22 ნოემბრამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: vasadze_nana@yahoo.com კონკურსი ტარდება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის პროექტის - „მართლმსაჯულების გაძლიერება“ - ფარგლებში.

ბანერები