სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი თბილისის საქალაქო სასამართლოში სტაჟირების გასავლელად

გაცნობებთ, რომ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მიღებაზე.

სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია,  არის უმაღლესი იურიდიული სასწავლებლის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის  სტუდენტი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა.     კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა;
ბ.     საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა;
გ.     საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა;
დ.    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
ე.    საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული, რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების შესახებ” დებულების ცოდნა;
ვ.     საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ დებულების ცოდნა.
ზ.     საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნა;
თ. საქართველოს ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;
ი.     საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;

("ზ", "თ" და "ი" პუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით).

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უნდა შეავსონ განაცხადი (დანართი 1, ხელმისაწვდომია სასამართლოს ვებ-გვერდზე) და წარმოადგინონ მასში მითითებული დოკუმენტები. განაცხადის ბლანკი გაიცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს საკონკურსო სამდივნოს მიერ 2011 წლის 3 ოქტომბრიდან (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, XII კმ. #6, ტ: 51-03-00 (105, 144); 577 28-35-14).

საბუთები მიიღება 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, შაბათ-კვირისა და დასვენების დღეების (7, 14 ოქტომბერი) გარდა, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

კონკურსი გაიმართება გასაუბრების ფორმით, 2011 წლის 19 ოქტომბრიდან, 11.00 საათიდან.

სტაჟირების კონკურსის შესახებ განცხადება და კონკურსში მონაწილეთა გრაფიკი (საბუთების მიღების დასრულების შემდეგ) განთავსდება, როგორც  თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის პირველ სართულზე, ასევე სასამართლოს ვებ-გვერდზე: http://www.tcc.gov.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

ა.     საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა;
ბ.     საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა;
გ.     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ.     საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული, `რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების შესახებ” დებულების ცოდნა;
ე.     საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ დებულების ცოდნა.
ვ.     საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ცოდნა;
ზ.     კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

ა.     საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა;
ბ.     საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა;
გ.     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ.     საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული, `რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების შესახებ” დებულების ცოდნა;
ე.     საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ დებულების ცოდნა.
ვ.     საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცოდნა;
ზ.     კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია


ა.     საქართველოს კონსტიტუციის ცოდნა;
ბ.     საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ცოდნა;
გ.     საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ.    საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის #466 ბრძანებულებით დამტკიცებული, `რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების შესახებ” დებულების ცოდნა;
ე.    საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 09 ოქტომბრის #1/310 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოებში მოქალაქესთან კომუნიკაციის სტანდარტების შესახებ დებულების ცოდნა.
ვ.     საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცოდნა;
ზ.     კომპიუტერთან მუშაობის კარგი ცოდნა


გისურვებთ წარმატებას!
პატივისცემით,
გიორგი გ. თუმანიშვილი

 

ბანერები