სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი სტუდენდებისთვის - ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაში

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს (ანტიკორუფციული საბჭო) სამდივნო - იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ასევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, აცხადებს კონკურსს სტუდენდებისთვის - ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად.

ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირება გაიმართება 11 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის ბაკალავრის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.


მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე არაუგვიანეს 5 დეკემბრისა (14:00 საათამდე). საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შეირჩევა 18 წარმატებული სტუდენტი. ღონისძიების ბოლოს გაიმართება სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების ცერემონიალი.

დანართის სახით იხილეთ დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ - ქეთი ცანავას (593 35 45 10); ktsanava@justice.gov.ge.

ბანერები