სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი სამართლის ზამთრის სკოლაში მისაღებად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და  დებატების კლუბი სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სამართლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

პროექტის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს; წარმატებულებს გადაეცემათ ქინდლი და ჩაუტარდებათ მასტერკლასი ქალაქგარეთ.

სამართლის ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, 2017 წლის 21 იანვრამდე უნდა შეავსოთ აპლიკაცია ბმულზე: https://goo.gl/5zHFVT .

პრიორიტეტი მიენიჭება სამართლის I და II კურსის სტუდენტებს და ყველა იმ სტუდენტს, ვინც გაიარა დებატების კლუბის კონკურსი.

სამართლის ზამთრის სკოლის პრეზენტაცია გაიმართება 18 იანვარს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. #32).

 

ბანერები