სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე

ახალი ამბები

ა) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები გამოცხადდეს 2023 წლის 19 მაისიდან.
ბ) სამართლის სკოლის დეკანობის კანდიდატთა რეგისტრაცია და საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის კანცელარიაში 2023 წლის 19-დან 26 ივნისის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია).
გ) სამართლის სკოლის დეკანის არჩევნები ჩატარდეს 2023 წლის 27 ივნისს.

მოთხოვნები, რომელთაც დეკანობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და იყოს სამართლის სკოლის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი 3x4;
  • პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა;
  • სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია;
  • ავტობიოგრაფია (CV);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაცია, რომელიც მას უკეთ წარმოაჩენს.

 2023 წელი

 

ბანერები