სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის – ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის.

პროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა საინფორმაციო ქსელის განვითარება და საზოგადოების ინფორმირების გზით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაცია, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა, რის მისაღწევადაც აღნიშნული კონკურსი პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენს.

კონკურსი მოიცავს ჟურნალისტებისა და ბლოგერების მიერ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხასიათის ნაშრომების გამოქვეყნებას რომელიმე საკითხზე:

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმის მიმოხილვა
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არსი
  • ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული სასამართლო პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვა
  • ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართული კონკრეტული საქმეების მიმოხილვა
  • ესსე მოსაზრებები ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ

აღნიშნული თემატიკის ნაშრომები შეიძლება გამოქვეყნდეს ანალიტიკური სტატიის, ინფოგრაფიკის, სიუჟეტის ან ვიდეორგოლის სახით და შემდეგ უნდა გამოგზავნოთ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge

ნაშრომების გამოქვეყნების ვადაა 2017 წლის 3 ივლისიდან 2017 წლის 15 ნოემბრამდე.

გამოგზავნილი პუბლიკაციები შეფასდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე.

შეფასებისას ყურადღება მიექცევა ნამუშევრის კრეატიულობას და საზოგადოებასთან წვდომას –  ყველაზე მეტად განხილვადი იქნება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომელთაგან:

I და II ადგილებზე გასულებს, თითოეულს გადაეცემა 200$ (ეკვივალენტი ლარში), ხოლო III ადგილზე გასული დაჯილდოვდება 180$-ით (ეკვივალენტი ლარში).

გისურვებთ წარმატებებს!

ბანერები