სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სამართლის სკოლის დეკანის თანამდებობაზე, 2014 წლის 5 მაისიდან.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე
2. პირადობის მოწმობის ასლი
3. ორი ფოტოსურათი 3X4;
4. სრული ან ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მუშაობის დამადასტურებელი ცნობა
5. სამართლის სკოლის განვითარების კონცეფცია
6. ავტორბიოგრაფია (CV)
7. ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია ან/და პუბლიკაციები, რომელიც უკეთ წარმოადგენს მას.

საბუთების მიღება დაიწყება 2014 წლის 05 ივნისიდან - 20 ივნისის ჩათვლით. საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში, მის.: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5 სამუშაო დღეებსა და საათებში.

საბუთები, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყო ელექტრონული ფორმით. საბუთების ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს მისამართზე: info@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბჭოს სხდომის # 45 (ოქმი)

ბანერები