სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსები მობილობისთვის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

კონკურსები

გამოცხადდა კონკურსები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისთვის ევროპის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოცხადებული კონკურსებიდან სამართლის მიმართულებით მობილობა შესაძლებელია შემდეგ უნივერსიტეტებში:

1. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი - გერმანია (როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სწავლება გერმანულ ენაზე)

2. ლიმერიკის უნივერსიტეტი - ირლანდია (საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სწავლება ინგლისურ ენაზე)

დეტალური ინფორმაცია კონკურსების შესახებ იხილეთ  ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ  უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E208
☏ (995 322) 220009 - 367
foreign-relations@iliauni.edu.ge

ბანერები