სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების სასამართლო რეფორმა საქართველოში“

ღონისძიებები

1-ლ მაისს, 15:00  საათზე,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრისა და სოციალური კვლევების ლაბორატორიის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო რეფორმა საქართველოში“.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. პროექტი 3-წლიანია და ამ ხნის  განმავლობაში რამდენიმე კონფერენციისა და სემინარის გამართვა იგეგმება. აღნიშნული კონფერენცია პირველია პროექტის ფარგლებში.

კონფერენციაზე დაგემილია პროექტის პრეზენტაცია და ამ ეტაპისთვის განხორციელებული კვლევის წინასწარი შედეგების განხილვა.

დღის წესრიგი

მომხსენებლები:

  • ირაკლი ფორჩხიძე ­ –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის დეკანი;
  • ნიკოლაი კოვალევი –  კანადის ვილფრედ ლორიელის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროექტის ხელმძღვანელი;
  • გიორგი მელაძე –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი, პროექტის მკვლევარი;
  • ნინო აღლემაშვილი – საქართველოს პროკურატურა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი;
  • ანა ჟვანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური კვლევების ლაბორატორიის დირექტორი, პროექტის მკვლევარი;
  • გიორგი მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი, პროექტის მკვლევარი

დისკუსია – 30 წუთი

დრო: 1-ლი მაისი, 15:00  საათი

ადგილმდებარეობა:  A 101 აუდიტორია ( ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები