სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია თემაზე "ბავშვთა საერთაშორისო დღე"

ილიაუნის სამართლის სკოლა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი,  აწყობს მორიგ კონფერენციას სახელწოდებით: "ბავშვთა საერთაშორისო დღე"
კონფერენციის ძირითადი თემატიკა იქნება ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი პრობლემები და სტუდენტების აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ სფეროში. სტუდენტებს ექნებათ საშუალება მოისმინონ ამომწურავი ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნობიან საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ კონკრეტულ მაგალითებს ბავშვთა უფლებების დარღვევის და მათი გამოსწორების კუთხით.
მოხსენებებს წაიკითხავენ:

სახალხო დამცველის წარმომადგენელი,  საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - ნიკა ჩიტაძე და აგრეთვე  "გაეროს" წარმომადგენელი.ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში, 20 ნოემბერს, 16:00 საათზე  და მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის სტუდენტებს. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.
პროექტში მონაწილეობას მიიღებს 30 აპლიკანტი.
პროექტში მონაწილეობა არის უფასო.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია:
https://docs.google.com/forms/d/10euvNOh8ZXnjufpFZjf5TvOttXjjLDAqGai3EPE2zsk/viewform
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 19 ნოემბერი, 18 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
Tel: +995 558 57 52 50

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!

ბანერები