სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონფერენცია „ბავშვთა საერთაშორისო დღე“

ილიაუნიში 20 ნოემბერს სამართლის სკოლისა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის ორგანიზებით გაიმართა მორიგი კონფერენცია სახელწოდებით: "ბავშვთა საერთაშორისო დღე", რომელიც უკავშირდება 1989 წლის  20 ნოემბერს  მიღებულ გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციას. კონფერენციის ძირითადი თემატიკა იყო ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი პრობლემები და სტუდენტების აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ სფეროში. სტუდენტებმა მოისმინეს ამომწურავი ინფორმაცია ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ კონკრეტულ მაგალითებს ბავშვთა უფლებების დარღვევის და მათი გამოსწორების კუთხით.

კონფერენციაზე მოხსენებები წაიკითხეს: სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა - რუსუდან როგავამ და ნინო ათაბეგაშვილმა, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა - ნიკა ჩიტაძემ და აგრეთვე  "გაეროს" წარმომადგენელმა- მაია ქურციკიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა.

ბანერები