სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კლინიკა საქართველოს მთავარ პროკურატურაში!

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაცხადა კლინიკის პროგრამაზე შესარჩევი კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში უნდა დარეგისტრირდეთ სამართლის ფაკულტეტის დეკანატში A401, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 14 დეკემბრისა.

დაგვიანებით შემოსული განცხადებები (რეგისტრაციისათვის) არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 2-29-46-16 ან მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: lawfaculty@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი - სოფიო შუბლაძე.

ბანერები