სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კერძო სამართლის საადვოკატო პრაქტიკა და საქმისწარმოების სპეციფიკა

12 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  ადვოკატ ოთარ კაჭკაჭიშვილის საჯარო ლექცია: "კერძოსამართლის საადვოკატო პრაქტიკა და საქმისწარმოების სპეციფიკა."

ლექციაზე ადვოკატის მიერ განხილულ  იყო კერძო სამართალში წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - ადვოკატის უფლებამოსილებები,  პროფესიული საქმიანობის სპეციფიკა და უფლებამოსილების ფარგლები.  ბატონმა ოთარმა ასევე ისაუბრა წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე,  ადვოკატის საქმიანობის პრინციპებზე, პროცესის მიმდინარეობაზე და მიმოიხილა მიმდინარე საადვოკატო პრაქტიკა სამოქალაქო სამართალში.

ლექციას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, მათ ჰქონდათ  საშუალება, პირადად დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები ადვოკატისთვის და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათი სამომავლო პროფესიის შესახებ.

ბანერები