სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კერძო სამართლის აქტუალური საკითხები

როგორც მოგეხსენებათ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა სწავლების პროცესში დანერგა ე.წ. Mentorship-ის (Students to Students) ურთიერთობის ფორმატი, რაც გულისხმობს დამამთავრებელი წლის სტუდენტების მიერ დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის სწავლის დროს შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

განხორციელებულმა შეხვედრებმა საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ჰპოვა სტუდენტებში, უფრო მეტიც 20 იანვარს ჩატარებულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებიც რაც მხოლოდ მისასალმებელია.

სტუდენტთა თხოვნის საფუძველზე გადაწყდა, კიდევ რამოდენიმე შეხვედრის გამართვა, რომელიც შეეხება კერძო (სამოქალაქო) სამართლის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს.

 ყველა მსურველს (დაინტერესებულ პირს, არამხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი წლის სტუდენტებს) მიზნობრივ შეხვედრაზე - კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი რეგულირება საქართველოში, პოზიტიურსამართლებრივირ რეგულირება, არსებული პრობლემები და გამოწვევები გეპატიჟებით 27 იანვარს, 13:00ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 307 აუდიტორიაში.

შეხვედრის დროს დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, მაგ.: კაზუსების ამოხსნა, ჯგუფებში დავალებების შესრულება, ინტელექტუალური თამაში კერძო (სამოქალაქო) სამართლის მიმართულებით.

შეხვედრას წარუძღვება სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი წლის სტუდენტი - ვარლამ ჭიპაშვილი.

ბანერები