სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატში გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოება

2010 წლის 14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორმოცდასამმა სტუდენტმა. 14 სტუდენტი მონაწილეობას ღებულობდა ჩემპიონატში კერძო სამართლის მიმართულებით, 23 სტუდენტი სისხლის სამართლის მიმართულებით, ხოლო 6 სტუდენტი - საჯარო სამართლის მიმართულებით.

სტუდენტების მიერ ამოხსნილი კაზუსები შესამოწმებლად გადაეცა დარგში მოღვაწე სამ დამოუკიდებელ ექსპერტს (თითოეული მიმართულების მიხედვით - სამი ექსპერტი).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის მეორე ეტაპისათვის აქვს 6 საგზური. რომელიც გადაეცემა პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო სტუდენტებს.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვება, სერთიფიკატებისა და მეორე ეტაპზე გასამგზავრებელი საგზურების საზეიმო გადაცემა მოხდება 24 ნოემბერს (ოთხშაბათი) 17:00 საათზე A101-ე აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია.

კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის მეორე ტური (ფინალური ეტაპი) გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნოემბრის თვის ბოლოს. კონკრეტული თარიღი და ფინალური ეტაპის ჩატარების ადგილი სტუდენტებისათვის ცნობილი იქნება მოგვიანებით.

ბანერები