სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულთა დაჯილდოვება

24 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულ სტუდენტთა დაჯილდოვება. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას ღებულობდა სამართლის ფაკულტეტის ორმოცდასამი სტუდენტი. 14 სტუდენტი მონაწილეობას ღებულობდა ჩემპიონატში კერძო სამართლის მიმართულებით, 23 სტუდენტი სისხლის სამართლის მიმართულებით, ხოლო 6 სტუდენტი - საჯარო სამართლის მიმართულებით.

კაზუსების ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან არიან:

კარლო გოდოლაძე (საჯარო სამართალი)
გიორგი გრძელიძე (საჯარო სამართალი)
ალეკო ნაჭყებია (სამოქალაქო სამართალი)
ავთო ნაცვალაძე (სამოქალაქო სამართალი)
ალიკა კუპრავა (სისხლის სამართალი)
ქეთევან თეთრაული (სისხლის სამართალი)
მარიამ ქართლელიშვილი (სისხლის სამართალი)

კაზუბის ამოხსნის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ჩატარდება ამა წლის დეკემბრის თვეში. დამატებითი ინფორმაცია მეორე ტურის ჩატარების ადგილის და დროის შესახებ ეცნობებათ პირველი ეტაპის გამარჯვებულებს.

ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას.

ბანერები