სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კავკასიის ადვოკატთა სკოლა

კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS ილიაუნის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის რამოდენიმე სტუდენტს უფასოდ აიყვანს სპეციალიზირებულ საადვოკატო სკოლაში.

CLS -ში სტდუენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში შეიძინონ და გაიღრმავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდნენ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.

მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის ადვოკატთა სკოლას CLS - სს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია, რაც უზრუნველყოფს ადვოკატთა განგრძობად განათლებას.

CLS -ში სამ თვიან ინტენსიურ (კომპლექსურ) კურსზე სწავლის საფასური შეადგენს - 850 ლარს. ილიაუნის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის რამოდენიმე სტუდენტს აღნიშნული პროგრამის გავლა შეეძლება უფასოდ!

მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ინტენსიური კურსის გავლა სტდუდენტებს ჩაეთვლებათ სავალდებულო პრაქტიკული კომპონენტში და მიიღებენ შესაბამის - 6 კრედიტს.
ინფრასტრუქტურა: CLS-ს გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა და  (აუდიტორიები, ბიბლიოთეკა).
განრიგი: მეცადინეობები ჩატარდება კვირაში 2-3 ჯერ 18 საათიდან, შეთანხმებულ დროს (კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2 საათიანი ხანგრძლივობით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მიმართოთ ილიაუნის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელს ამირან მეშველიშვილს amiran.meshvelishvili@iliauni.edu.ge . ბოლო ვადა 14 მაისი 18:00.

გისურვებთ წარმატებას და პროფესიულ წინსვლას.

ბანერები