სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კარგი მმართველობის დანერგვის ვარიაციები ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში - საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების დანერგვის მაგალითზე“ - პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა

ახალი ამბები

2024 წლის 28 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი მმართველობის დანერგვის ვარიაციები ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში - საქართველოში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვის მაგალითზე“ (FR-22-27746) ფარგლებში. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება და მზადება პროექტის მეორე წლისთვის.

ზოგადი თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მიზანია, განისაზღვროს რამდენად შეუწყო ხელი რეგულირების ზეგავლენის შეფასების მექანიზმის დანერგვამ საქართველოში კარგი მმართველობის პრინციპებთან დაახლოებას. პროექტის ამოცანები მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: რამდენად ხდება პრაქტიკაში რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის შექმნა გადაწყვეტილების მიღების წინ; რამდენად ხდება ხარისხიანი RIA-ს დოკუმენტების შექმნა სხვადასხვა სამთავრობო, თუ არასამთავრობო უწყებების მხრიდან; რამდენად ითვალისწინებს შემუშავებულ რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, სამოქალაქო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. შეხვედრისას განხილულ იქნა პროექტის პირველი წლის განმავლობაში ჩატარებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფების შედეგები, გაანალიზებულ იქნა რეგულირების ზეგავლენის სფეროში არსებული გამოწვევები და გაიმართა მსჯელობა აღნიშნული გამოწვევების გადასაჭრელად შესამუშავებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

პროექტის გუნდი მომავალშიც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას.

2024

ბანერები