სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ გიწვევთ სათანამშრომლოდ

ახალი ამბები

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნაშრომების მიღებას ჟურნალის 2019 წლის ივნისის ნომერში გამოსაქვეყნებლად. 

ჟურნალის შესახებ

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალია (ჟურნალი განთავსებულია EBSCO საერთაშორისო რეფერირებადი პერიოდული გამოცემების სიაში), რომელსაც გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
ჟურნალში იბეჭდება სტატიები, ნარკვევები, მიმოხილვები, ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველი

სამეცნიერო ნაშრომების წარდგენა შეუძლიათ სამართლისა და მომიჯნავე სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, პრაქტიკოს იურისტებსა და სტუდენტებს.

სამეცნიერო ნაშრომის წარდგენის მსურველთათვის

თემატიკა

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნაშრომები, რომლებიც უკავშირდება:

  • ადამიანის უფლებებს სისხლის სამართალში, კერძოდ, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვას სისხლის სამართლის პროცესში; სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობის ან/და სასამართლო პრაქტიკის ხარვეზებსა და სხვა მომიჯნავე თემატიკას; 

  • საერთაშორისო სისხლის სამართალსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC) დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს, მათ შორის საქართველოს სიტუაციის გამოძიების თემატიკას; 

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ან/და სხვა საერთაშორისო ან/და უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის სფეროში.

სტატიის წარდგენის წესი და ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები

  • სტატია უნდა წარმოადგინონ უშუალოდ ავტორებმა; 
  • სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე; 
  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალი და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული; 
  • სტატიას თან უნდა ერთოდეს 150-200-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე; 
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება; 
  • სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია; 
  • განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული; 
  • ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არა უგვიანეს ორი თვისა; 
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word) 3 000- დან 6 000 სიტყვის ფარგლებში; შრიფტი Sylfaen (ნაშრომის ქართულად წარმოდგენის შემთხვევაში) ან Times New Roman (ნაშრომის ინგლისურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში). შრიფტის ზომა: 12, ხაზებს შორის დაშორება 1.5 სმ. 
  • სტატიის შერჩევისა და დაბეჭდვის გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა. 

ციტირება და პლაგიატი:

ჟურნალში განსათავსებელი ნაშრომების ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქცია:

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2019 წლის 31 მარტისა.

ბანერები