სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ გიწვევთ სათანამშრომლოდ

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ იწვევს  სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ

ჟურნალი გამოიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ანალიზსა და ინფორმაციას მიმდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ.

ინფორმაცია სტატიების წარდგენის მსურველთათვის:

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ სტატიები, რომლებიც უკავშირდება:

  •  საკონსტიტუციო ან/და ადამიანის უფლებათა სამართალს;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ან სხვა საერთაშორისო,  ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
  • საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციურ რეფორმას; აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში განხორციელებული ან დაგეგმილი კონსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვას/ანალიზს;
  • პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების დაცვას, მიმდინარე სამართლებრივ დისკუსიას, სასამართლო დავებს ან/და საერთაშორისო პრაქტიკას.

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები:

  • სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
  • სტატიას უნდა ახლდეს 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე.
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება.
  • სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

განსახილველად წარმოდგენილი  ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული. ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc), 4 000-დან 5 000 სიტყვამდე. სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge  არაუგვიანეს 2017 წლის 30 ოქტომბრის 24:00 საათისა.

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები