სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ გიწვევთ სათანამშრომლოდ

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) გამოსაქვეყნებლად.

ჟურნალის შესახებ
ჟურნალი გამოიცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მხარდაჭერით. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ანალიზს და ინფორმაციას მიმდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ.

ჟურნალი იბეჭდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა“ -ფინანსური ხელშეწყობით. პროექტს ახორციელებს კომპანია Hulla & Co. Human Dynamics KG.

ინფორმაცია სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) წარდგენის მსურველთათვის

თემატიკა:

  • სამთავრობო კრიზისების შედარებით-კონსტიტუციური ანალიზი,
  • გლობალური კონსტიტუციონალიზმის გავლენა სამართლის რეფორმაზე,
  • თავსმოხვეული კონსტიტუციები,
  • ფიქციური კონსტიტუციის პრობლემა,
  • კონსტიტუცია და დემოკრატიის გამოწვევები, მედიის თავისუფლება,
  • სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრვი ასპექტები,
  • სახელმწიფო ორგანოთა დავა კომპეტენციის თაობაზე,
  • მთავრობის ჩარევა საკონსტიტუციო სასამართლოებში.

ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებით არ შეიზღუდებით, თქვენ თავისუფალი ხართ თემის არჩევაში, მხოლოდ საკვლევი თემა საკონსტიტუციო სამართალს უნდა უკავშირდებოდეს. ზემოაღნიშნული საკითხებიდან არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია სათაურის შეხედულებისამებრ კორექტირება.

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები
სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. სტატიას უნდა ახლდეს 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე. რედაქტირებისას შესაძლებელია სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება.

სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული. ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc), 12-დან 22 გვერდის ფარგლებში. სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: clr@constcourt.ge არაუგვიანეს 2016 წლის 8 მაისისა.

გისურვებთ წარმატებას.

ბანერები