სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჟურნალი „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ აცხადებს სამეცნიერო ნამუშევრების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომრებში (2018 წლის ბოლო - 2019 წლის დასაწყისი) დასაბეჭდად

სამეცნიერო ნამუშევრების (სტატიების) წარდგენა შეუძლიათ სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, ექსპერტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

ინფორმაცია ჟურნალის შესახებ

„საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვას“ გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. ჟურნალი მოიცავს სტატიებს, ნარკვევებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა ანალიზს და ინფორმაციას მიმდინარე სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ. 

ინფორმაცია სტატიების წარდგენის მსურველთათვის

თემატიკა

ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის ავტორებს შეუძლიათ წარმოადგინონ სტატიები, რომლებიც უკავშირდება:

  • საკონსტიტუციო ან/და ადამიანის უფლებათა სამართალს, თანამედროვე გამოწვევებსა და ტენდეციებს (საქართველოს ან/და უცხო ქვეყნების მაგალითები);
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ან სხვა საერთაშორისო, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს;
  • პირადი ცხოვრებისა და პირადი მონაცემების დაცვას, მიმდინარე სამართლებრივ დისკუსიას, სასამართლო დავებს ან/და საერთაშორისო პრაქტიკას.

ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები

  • სტატიის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სტატიას უნდა ახლდეს 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის რეზიუმე;
  • რედაქტირების დროს შესაძლებელია სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება;
  • სტატია მიიღება უშუალოდ ავტორებისაგან;
  • სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია;
  • განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს დასრულებული;
  • ავტორებს პასუხი ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა; 
  • მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc) 3 000-დან 6 000 სიტყვის ფარგლებში;
  • სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა.

ციტირების სახელმძღვანელო სტანდარტებს გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://iliauni.edu.ge/uploads/other/2/2588.pdf

ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: clr@iliauni.edu.ge არა უგვიანეს 2018 წლის 31 ივლისისა.

 

ბანერები