სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ინტენსიური ზამთრის სკოლა კრიმინოლოგიაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის

16 -20 დეკემბერს, წიგნის მაღაზია ლიგამუსის მესამე სართულზე, ყოველდღე 18:00-დან იმუშავებს ინტენსიური ზამთრის სკოლა კრიმინოლოგიაში.
ზამთრის სკოლის თემატიკა დღეების მიხედვით, შემდეგია:

პირველი დღე


• არასრულწლოვანთა დანაშაულობა, არასრულწლოვნის სოციალური გარემო.
მარიამ სორდია - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თბილისის პროკურორი;

მეორე დღე

• ვიქტიმოლოგია, მსხვერპლის ფსიქოლოგია და დაუხმარებლობის სინდრომი.
თეონა გონაშვილი - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის კურატორი;

მესამე დღე

• მედია საშუალებები და დანაშაული. სატელევიზიო ძალადობა.
• აგრესიული და ძალადობრივი გარემოს მიზეზები საქართველოში.
თემურ შენგელაია - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის პრეზიდენტი

მეოთხე დღე

• ციხის ძალადობის კრიმინოლოგიური ასპექტები, პატიმართა პრობლემატიკა.
• ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები.
გიგა ჭანტურია - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის გენერალური მდივანი

მეხუთე დღე

•კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტის გავლენა არასრულწლოვანზე
ნიკა სადრაძე - ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის კურატორი და თბილისის პროკურორი

დასწრება შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს.

ბანერები