სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

,,ინტელექტუალური სამართლის საკითხები საქართველოში’’ საგაზაფხულო სკოლა სტეფანწმინდაში

ამა წლის 2011 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს გაზაფხულის სკოლას ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შესახებ. აღნიშნული გაზაფხულის სკოლის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის საკითხებთან დაკავშირებით. ორგანიზატორებთან და უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად შეხვედრებს წარუძღვებიან და უახლეს ინფორმაციას მოგვაწვდიან შესაბამის სფეროებში მომუშავე ექსპერტები.

პროექტს აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი და ადმინისტრაცია. სკოლა განკუთვნილია ილიას სახემწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისთვის, პროექტის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში უნივერსიტეტის ბაზაზე იმ პროფესიონალი კადრების მომზადების ხელშეწყობა რომლებიც შემდგომ აქტიურად იმუშავებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და პროექტის დასრულების შემდეგ პრაქტიკას გაივლიან საქპატენტში.

პროექტში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა ოცდაშვიდმა სტუდენტმა, რომელთაგანაც შეირჩა საგაზაფხულო სკოლის 15 მსმენელი:

  1. თეონა ფურცხვანიძე
  2. თამთა შენგელაია
  3. სალომე გაგნიძე
  4. მარიამ თუხარელი
  5. დარინა ხუბაევი
  6. ნინო მეშველაშვილი
  7. თამუნა მაისურაძე
  8. თეონა ხუციშვილი
  9. ჯონდო აბულაძე
  10. მუხრან შავაძე
  11. გიორგი ნონიაშვილი
  12. მათე ხურციძე
  13. ვახტანგ ღვანიძე
  14. სანდრო ცაბუტაშვილი
  15. ლევან ბრეგვაძე

 

ბანერები