სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ინფორმაცია სამართლის ფაკულტეტის მეორე კურსელთა საყურადღებოდ! საგნების არჩევა!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კერძო სამართლის კურსი შედგება სამი ნაწილისაგან, რომელთაგანაც პირველი ნაწილი მოიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილს და სანივთო სამართლებრივ რამოდენიმე ინსტიტუტის გაგების და შინაარსობრივი შევსების, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ საკითხებს. თავის მხრივ სტუდენტებს აქვთ საშუალება გაიღრმაონ ამ სასწავლო სემესტრის განმავლობაში კერძო სამართალი I-თან დაკავშირებული (გამომდინარე) სპეც-კურსების დროს მიღებული ცოდნით. სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტში წაკითხულ იქნება (კერძო სამართლის მიმართულებით) შემდეგი სპეც-კურსები: შესავალი სამოქალაქო სამართალში; კერძო სამართლის განვითარების ტენდენციები; იურიდიული პირები სამოქალაქო სამართალში; საკუთრების უფლება; გარიგებები; იპოთეკა და გირავნობა; შესავალი ვალდებულებით სამართალში.

ძირითადი სალექციო კურსის (კერძო სამართალი I) მიზანია სტუდენტებს გააცნოს სამოქალაქო სამართლის არსი, დანიშნულება, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის ინსტიტუტების მნიშვნელობა და მათი სტრუქტურული აგებულება, თითოეული სამართალმდგომარეობის დეტალური შესწავლის და ანალიზის გზით.

კერძო სამართალი I -ის ძირითადი სალექციო კურსი წარმოადგენს კერძო სამართალი II-ის (სასწავლო კურსზე დაშვების) პრერეკვიზიტს.

ამ სემესტრში თქვენთვის შემოთავაზებულია საგნები კერძო სამართალი I-ის მოდულიდან.

 



კერძო სამართალი I (მოდული)

კრედიტი

 

 

კერძო სამართალი 1  - ძირითადი ლექცია

პრერეკვიზიტი - საჯარო სამართალი

6

სპეც-კურსები:

 

 

 

შესავალი სამოქალაქო სამართალში

3

 

 

კერძო სამართლის განვითარების ტენდენციები

3

 

 

იურიდიული პირები სამოქალაქო სამართალში

3

 

 

საკუთრების უფლება

3

 

 

გარიგებები

3

 

 

იპოთეკა და გირავნობა

3

 

 

შესავალი ვალდებულებით სამართალში

3

სხვა არჩევითი საგანი:

შედარებითი კონსტიტუციონალიზმი: თავისუფლების  საფუძველი / ულებები და მათი განსჯადობა  - კოტე ვარძელაშვილი (პრერეკვიზიტი  შესავალი სამართალში 1 და 2 და საჯარო სამართალი)

6

ამ სემესტრში თქვენთვის აუცილებელია აირჩიოთ და წარმატებით დასძლიოთ: ძირითადი ლექცია კერძო სამართალი I-ში და შემოთავაზებული სპეც-კურსებიდან ნებისმიერი 4 (ოთხი) სპეცკურსი, ანუ  მინიმუმ - 6+4x3=18 კრედიტი.

ბანერები